ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე 1937-38 წლებში დახვრეტილთა სამარხები აღმოაჩინეს

  • 205
ნაპოვნია სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილი 150-მდე ადამიანის ნეშტი - ინფორმაცია ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ გაავრცელა.

მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიის ცნობით ბათუმის #3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს ბათუმში დახვრეტილ ადამიანებს 21 აპრილს, 15 საათზე დაკრძალავენ. საუბარია ფრიდონ ხალვაშის ქ. #338-ში მდებარე ბაზის ტერიტორიის ნაწილზე, რომელიც დროებით სარგებლობაში საქართველოს საპატრიარქოზე იყო გადაცემული.

ეპარქიის ცნობით გაითხარა 4 სამაროვანი, 150-მდე ადამიანის ნეშტი კი შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით, რამდენიმე თვის წინ, ამოასვენეს. სტალინური სიებით დახვრეტილ ადამიანებს შორის არიან, მოქალაქეები აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან.  

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საიდუმლო არქივიდან მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ეპარქია ვრცელ სიას აქვეყნებს ფეისბუქ-გვერდზე. მათივე ცნობით მასალები პერიოდულად ქვეყნდებოდა გაზეთის „სრულიად არა საიდუმლოდ“ ფურცლებზე 1997–99 წლებში. 

 

მსგავსი სიალხებეი