"თუ ვინმე ღამით მარიხუანას მოიხმარს, დილით მანქანით გადაადგილებისას დააპატიმრებენ"

image
  • 918
„გირჩი“ 1-ელი აპრილიდან ნარკომოხმარების ტესტების შემოღებას ეწინააღმდეგება და როგორც აცხადებს, იმის გამო, რომ ტესტი ადამიანის მიერ კანაფის ბოლო 8 საათში მოხმარებას ადგენს, ათობით ათასი მოქალაქე დგება საფრთხის წინაშე, რომ კანაფის ღამით მოხმარების შემთხვევაში, დილით საკუთარი ავტომობილით გადაადგილებისას პოლიციამ დააპატიმროს. 

"ორშაბათიდან ძალაში შედის “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ "ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან სხვა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა - ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. 

ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩამოიტანა სპეციალური ტესტები, რომლებიც ადგენს ადამიანის ნერწყვში ამა თუ იმ ნარკოტიკული ნივთიერების არსებობას და რომ ეს ტესტი ადგენს ადამიანს მოხმარებული აქვს თუ არა კანაფი უკანასკნელი 8 საათის განმავლობაში. 

ეს ნიშნავს, რომ ორშაბათიდან ამ ქვეყნის ათობით ათასი მოქალაქე, რომლებიც, სხვადასხვა რეგულარობით მოიხმარენ კანაფს ღამის საათებში (ეს ქმედება უკვე რამდენიმე თვეა ლეგალურია ამ ქვეყანაში) და დილით საკუთარი ავტომობილით მიემართებიან სამსახურისკენ, სახელმწიფოს მიერ ცხადდება კრიმინალად და თითოეულ მათგანს ემუქრება 1-წლიანი საპატიმრო სასჯელი - ციხე! ეს საფრთხე გვემუქრება ჩვენც, "გირჩის" წევრებს და ჩვენი აზრით, სახელმწიფოს ეს დამოკიდებულება ჩვენნაირი ადამიანებისადმი არის გაუაზრებელი, არაადამიანური, ამორალური, არამეცნიერული და ძალიან საშიში", - ნათქვამია "გირჩის" განცხადებაში

 

მსგავსი სიალხებეი