ბათუმში 29 წლის გოგო გარდაიცვალა. ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს

  • 1 703
ბათუმში 29 წლის გოგოს გარდაცვალებაში რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებენ. მელანო ფუტკარაძე მწვავე აპენდიციტით გუშინ გარდაიცვალა.

გარდაცვლილის დედის ნარგიზ ქათამაძის ინფორმაციით, მუცლის არეში ტკივილებით თავდაპირველად რეფერალურ საავადმყოფოში მიიყვანეს, თუმცა მალევე სახლში გაწერეს. მეორე დღეს კი მდგომარეობა გამწვავდა და კლინიკა "მედცენტრში" შეიყვანეს, სადაც პაციენტი მალევე გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ახლობლები რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს დაუდევრობასა და უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ. ამბობენ, ექიმებმა დიაგნოზი არასწორად დასვეს, რასაც მდგომარეობის გამწვავება მოჰყვა.

ოჯახი ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

 

მსგავსი სიალხებეი