მემედ ჯინჭარაძეს დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა

image
  • 102
მედიცინის დარგში ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის მემედ ჯინჭარაძეს დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.

60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მემედ ჯინჭარაძეს ჯილდო ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ პირადად გადასცა. 

დღესვე, დაბადებიდან 60 წლის იუბილისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების საქმეში შეტანილი წვლილისათვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ მემედ ჯინჭარაძეს სიგელი გადასცა.

ონკოლოგი და ქირურგი მემედ ჯინჭარაძე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტ-ონკოლოგია, ღირსების მედლისა და ღირსების ორდენის კავალერი, არაერთი მნიშვნელოვანი კვლევის ავტორი.


 

მსგავსი სიალხებეი