აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ ღვაწლმოსილი ექიმები დააჯილდოვა

image
  • 222
✔️ აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების საქმეში შეტანილი წვლილისათვის სამი ღვაწლმოსილი ექიმი - ნანა ჭანჭალეიშვილი, ნადეჟდა ზანანიანი და ლია ჯორბენაძე სიგელით დააჯილდოვა.

✔️ სამივე ექიმი მ. იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში მრავალი ათეული წელია საქმიანობს.

• ნანა ჭანჭალეიშვილი პროფესიით პედიატრია, მინიჭებული აქვს პირველი კატეგორიის ექიმის წოდება. მას სამედიიცნო საქმიანობის 46 წლიანი გამოცდილება აქვს.

• ნადეჟდა ზანანიანი კლინიკის ეპიდემიოლოგიურ მიმართულებას ხელძღვანელობს. ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატებს ეპიდემიოლოგიასა და ინფექციური კონტროლის საფუძვლებში. პროფესიულ საქმიანობას 48 წელია ეწევა.

• ლია ჯორბენაძე პროფესიით პედიატრია, სამედიცინო საქმიანობას 1970 წლიდან ახორციელებს, პარალელურად წლების განმავლობაში ეწეოდა სამედიცინო-პედაგოგიურ მოღვაწეობას. დაჯილდოვებულია საუკეთესო ექიმი პედიატრის წოდებით.

 

მსგავსი სიალხებეი