შეხვედრა ქართულ-ებრაული ასოციაციის ხელმძღვანელ პირებთან

image
  • 216
აჭარის  მთავრობის თავმჯდომარე და ქალაქ ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარ რაბინს იაკობ გაგულაშვილს შეხვდნენ.

შეხვედრაზე თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა საუკუნეების წინ დაწყებულ ქართულ-ებრაული მეგობრობის მაგალითს და ისაუბრა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დინამიურ განვითარებაზე.

,,ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებაზე ტურიზმისა და კულტურის სფეროს მიმართულებით. დაიგეგმა კონკრეტული ღონისძიებები, რაც ქვეყნებს შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო გაამყარებს. აღსანიშნავია რომ ისრაელი საქართველოს მჭიდრო პარტნიორია ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის და სხვა მიმართულებებით“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ისრაელი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც განახორციელა ინვესტიციები დამოუკიდებელ საქართველოში 90-იან წლებში. დღეისათვის ებრაული კომპანიების ჯამური ინვესტიცია შეადგენს 124 მლნ. აშშ დოლარს.

აქტიურად ვითარდება თანამშრომლობა ტურიზმის მიმართულებით. 2018 წლის მონაცემებით, ისრაელიდან აჭარაში შემოვიდა 74 000 ვიზიტორი, რაც წარმოადგენს 55,3% ზრდას. ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულად ხორციელდება პირდაპირი ფრენები.

შეხვედრას ქართულ-ებრაული ასოციაციის დირექტორი - იოლებ იცხაკ ჰერსონკი, თბილისის დიდი სინაგოგის გაბაი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ჩანჩალაშვილი და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

მსგავსი სიალხებეი