მიიღებს თუ არა ბათუმის პლაჟი ლუჯ დროშას, საერთაშორისო ეკოლოგიურ ნიშანს

image
  • 319
„ბათუმის ბულვარის“ მოწვევით ბათუმში გარემოს საგანმანათლებლო ფონდის – Foundation for Environmental Education-ის აღმასრულებელი დირექტორი დანიელ შაფერი ჩამოდის. იგი შეხვედრას 7 მარტს, სასტუმრო „რედისონში“ გამართავს.

ორგანიზაცია გარემოს მიმართულებით ხუთ საერთაშორისო პროექტზე მუშაობს, ესენია: ეკო სკოლები – ECO-SCHOOLS; ახალგაზრდა რეპორტიორები გარემოსთვის – Young Reporters for the Environment; სწავლება ტყეების შესახებ – Learning About Forests; ლურჯი დროშა – BLUE FLAG; მწვანე გასაღები – GREEN KEY.

როგორც ბულვარის დირექტორის მოადგილე სოფო გუჯაბიძე „ბათუმელებთან“ საუბარში აღნიშნავს, ამ ორგანიზაციის მოწვევის მიზანია ჩაერთოს ქალაქისთვის ისეთ მნიშვნელოვან პროექტში, როგორიცაა მსოფლიოში ყველაზე აღიარებული ეკოლოგიური ნიშანი – „ლურჯი დროშა“.

„ლურჯი დროშა“ არის ბათუმისთვის საინტერესო, რადგან ის არის ეკოლოგიური ნიშანი და მას მხოლოდ სუფთა გარემოს ანიჭებენ. შავი ზღვის მონაკვეთში „ლურჯი დროშა“ არავის არ აქვს, ჩვენ გვინდა, რომ ეს ალამი ბათუმის მთელმა პლაჟმა თუ არა, გარკვეულმა მონაკვეთებმა მაინც მიიღოს, რაც ტურისტული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“ – ამბობს სოფო გუჯაბიძე.

მისი თქმით,  „ლურჯი დროშის“ მისაღებად ბევრი კრიტერიუმი იქნება დასაკმაყოფილებელი, „მთავარია დავიწყოთ მუშაობა ამ მიმართულებით“ – ამბობს სოფო გუჯაბიძე.

ტურიზმთან კავშირში განიხილება ორგანიზაციის კიდევ ერთი პროექტი, „მწვანე გასაღები“, რომელსაც სოფო გუჯაბიძის თქმით, სასტუმრო „რედისონი“ უკვე ფლობს. აღნიშნული პროექტები ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემოს შექმნას, ბუნებრივი რესურსების დაცვას და გარემოს მდგრად განვითარებას ემსახურება.

 

მსგავსი სიალხებეი