რას ყიდის და რას ყიდულობს საქართველო მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში

image
  • 271
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მონაცემებით, 2019 წლის იანვარში საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები რუსეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი არიან. რას ყიდის და რას ყიდულობს საქართველო მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში. 

2019 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (90.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (88.4 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (63.2 მლნ. აშშ დოლარი). 

2019 წლის იანვარში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 42.5 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 17.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები, 26.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 11.0 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები, 18.2 მლნ. აშშ დოლარით (7.6 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2019 წლის იანვარში წარმოდგენილი იყო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სახით, რომლის იმპორტმა 46.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 7.8 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობის აირები 43.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.4 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 33.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5.7 პროცენტი).


სავაჭრო ბრუნვა: საქართველო - თურქეთი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარში თურქეთიდან 90.7 მილიონი დოლარის იმპორტი და 21.3 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა. 

საქსტატის მონაცემებით, თურქეთი უმსხვილეს საიმპორტო ქვეყნებს შორის პირველ ადგილს იკავებს. მისი წილი მთლიან იმპორტში 15.4%-ია.

ძირითადი პროდუქტი, რომელიც საქართველოში თურქეთიდან შემოდის, არის: მედიკამენტები, მზა ნაწარმი ტანსაცმლის თარგების ჩათვლით, რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, მეტალოკონსტრუქციები, მავთულები და კაბელები.

საქართველოდან კი თურქეთში ექსპორტზე გადის: სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, ტრიკოტაჟის ნაწარმი, ფეროშენადნობები.


სავაჭრო ბრუნვა საქართველო - რუსეთი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარში რუსეთიდან საქართველოში 48 859.3 აშშ დოლარის იმპორტი და 39 213.1 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა. 

საქსტატის მონაცემებით, რუსეთი საქართველოს უმსხვილეს საიმპორტო ქვეყნებს შორის მეოთხეა, ხოლო საექსპორტო ქვეყნებს შორის მეოთხე. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 2019 წლის იანვარში 88 072.4 მილიონი დოლარი შეადგინა. 

მიმდინარე წლის იანვარში საქართველოდან რუსეთში გატანილი უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი იყო - ყურძნის ნატურალური ღვინოები, ფეროშენადნობები , მინერალური და მტკნარი წყლები, ცენტრიფუგები და სპირტიანი სასმელები. 

რაც შეეხება რუსეთიდან იმპორტს, უმსხვილესი საიმპორტო ჯგუფი ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ხორბალი და მესლინი, ქვანახშირის კოქსი და ნახევარკოქსი, ქვანახშირისაგან მიღებული მყარი საწვავის სახეობები და სატელეფონო აპარატები. 


სავაჭრო ბრუნვა საქართველო - აზერბაიჯანი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარში აზერბაიჯანიდან საქართველოში 63 152.8 აშშ დოლარის იმპორტი და 34 458.3 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა. 

საქსტატის მონაცემებით, აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილეს საიმპორტო ქვეყნებს შორის მესამეა, ხოლო საექსპორტო ქვეყნებს შორის მეორე. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 2019 წლის იანვარში მილიონი დოლარი შეადგინა.  ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 98 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 

მიმდინარე წელს საქართველოში აზერბაიჯანიდან განხორციელდა ნავთობის აირების და აირისებრი ნახშირწყალბადების, ელექტროენერგიის,ნავთობი და ნავთობპროდუქტების, სპილენძის მადნების და კონცენტრატების, წნელების იმპორტი

მიმდინარე წლის იანვარში საქართველოდან აზერბაიჯანში გატანილი უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი იყო მსუბუქი ავტომობილები, სიგარები, სიგარილები და სიგარეტები, მედიკამენტები დაფასოებული, აზოტოვანი სასუქები, მავთულები იზოლირებული, კაბელები. 

საქსტატის ცნობით, 2019 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 826.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტი 7.2%-ითაა გაზრდილი და 238.8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. იმპორტი 1.1%-ით 588 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 349.2 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.2% შეადგინა.

წყარო: imedinews.ge

 

მსგავსი სიალხებეი