ქობულეთელი დეპუტატი, რომელიც ევროსაბჭოს წინაშე მოხსენებით წარსდგა

  • 151
ქართული დელეგაცია 2018 წლის დემოკრატიის მსოფლიო ფორუმს დაესწრო. ღოინისძიება  გენდერულ თანასწორობას, კერძოდ, ქალთა საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ჩართულობასა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს მიეძღვნა. საინტერესოა ის, რომ სტრასბურგში გამართულ  შეხვედრაზე ევროსაბჭოს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქართული მხარის, კერძოდ კი ქობულეთის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე შენიშნა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა. რაზე აქცენტირდა ლია შაქარიშვილი? 
დისკუსიის ფორმატში გამართულ 2018 წლის დემოკრატიის მსოფლიო ფორუმს საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის  და სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები დაესწრნენ.  ქობულეთის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ საქართველოში და ადგილობრივ დონეზე ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.  
 „მთავარი გამოწვევა ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე   ქალებსა და მამაკაცებს შორის პარიტეტის უქონლობაა. მაგალითად, ადგილობრივ დონეზე ქალები დაახლოებით 14 პროცენტი ვართ, პარლამენტში 16 პროცენტი. დამეთანხმებით, ეს  ცოტაა. გვესაჭიროება გენდერული კვოტირების მექანიზმის მექანიზმის ამოქმედება. მაგალითად, მიმდინარე წელს პარლამენტმა განიხილა კვოტირების სისტემა, მაგრამ ეს პროექტი ჩავარდა, რადგან პარლამენტის უმრავლესობას მამაკაცები შეადგენენ“
სვეტისლავ პავნოვიკი, ევროპის საბჭოს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი დაინტერესდა ქობულეთში გენდერული თანასწორობის საბჭოს  როლით.   
 „უკვე ფაქტი, რომ ეს საბჭო არსებობს, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ საბჭოს უმთავრესი როლი ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის უზრუნველყოფაა  ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ წარმოებული პოლიტიკის ყველა მიმართულებით“
ქობულეთის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ წარადგინა ხედვა, თუ როგორ ხედავს  საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის, ნალას როლს გენერული თანასწორობის  ხელშეწყობაში. 
 „უპირველესად, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის როლი  მუნიციპალიტეტებს შორის კონტაქტების შექმნაა. ის გვეხმარება უკეთეს კოორდინაციაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და თუნდაც იმაში, რომ დღეს, აქ ევროპის საბჭოში ვართ წარმოდგენილი“
ფორუმის ფარგლებში მოეწყო პლენარული სესია, მრგვალი მაგიდები.  იყო დისკუსიის ფორმატიც,  სადაც საქართველოსა და უკრაინის დელეგაციების წარმომადგენლებმა ერთმანეთს საკუთარი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს. ოთხდღიანი ღონისძიება  22 ნოემბერს დასრულდა. 2018 წლის დემოკრატიის მსოფლიო ფორუმი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესმა დაგეგმა. 

ავტორი(ები)

 

მსგავსი სიალხებეი