4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის დღეა – კიბოს შემთხვევათა ერთი მესამედის პრევენცია შესაძლებელია

  • 270
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. ყოველწლიურად შესაძლებელია 3.7 მილიონი სიცოცხლის გადარჩენა, კიბოს დროული დიაგნოსტიკითა და სათანადო მკურნალობით.  დაახლოებით 30%-50% კიბოთი დაავადების შემთხვევებისა, შეიძლება თავიდან იქნეს აცილებული ცხოვრების ჯანსაღი წესით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კიბო არის გარდაცვალების მეორე მთავარი მიზეზი მსოფლიოში. 2018 წელს კიბოთი დაახლოებით 9.6 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.

კიბოს მსოფლიო დღის ინიციატორი კიბოს კონტროლის საერთაშორისო კავშირია (UICC), რომელიც 1993 წელს დაარსდა. იგი აერთიანებს და მხარს უჭერს კიბოსთან ბრძოლის საზოგადოებებს კიბოს გლობალური ტვირთის შემცირების მიზნით. 2019-2021 წლებში კამპანიის სლოგანია: „მე ვარ და მე ვიქნები“.  UICC თითოეულ ადამიანს მიმართავს: თითოეულ თქვენგანს აქვს ძალა, შეამციროს კიბოს განვითარების რისკი და შეამსუბუქოს დაავადების გამოსავალი საკუთარი, თქვენთვის საყვარელი ადამიანებისა და მსოფლიო მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.

ნახეთ ვიდეორგოლი, რომელსაც Will.i.am , HALSEYდა სხვა ცნობილი ადამიანები შეუერთდნენ.





აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში აფინანსებს სამედიცინო მომსახურებას, რომელიც არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული სამედიცინო პროგრამებით. მკურნალობა ფინანსდება ფაქტიური ხარჯით შემდეგი პროპორციებით:


– 1000 ლარის ჩათვლით – 100% – ით;

– 1000 ლარზე მეტი 2000 ლარის ჩათვლით – 90% – ით;

– 2000 ლარზე მეტი 3000 ლარის ჩათვლით – 80% – ით;

– 3000 ლარზე მეტი – 70% – ით.

არაუმეტეს 5 000 ლარისა.


სამედიცინო მომსახურება ტარგენტული, იმუნოთერაპიული და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტებით ფინანსდება სამკურნალო დაწესებულებიდან ან სააფთიაქო კომპანიებიდან წარდგენილი ანგარიშფაქტურის მიხედვით პროგრამით გათვალისწინებული პროპორციების დაცვით. ერთ მიმართვაზე არაუმეტეს 5000 ლარისა, წლიური ლიმიტი შეადგენს 15 000 ლარს.


► ადრეული ძუძუს აგრესიული HER-2 რეცეპტორდადებითი დიაგნოზის მქონე პირების მედიკამენტ „ტრასტუზუმაბით“ (ჰერცეპტინით) მკურნალობა ფინანსდება სამკურნალო დაწესებულებიდან ან სააფთიაქო კომპანიების მიერ გაცემული ანგარიშფაქტურის მიხედვით სრულად თანაგადახდის გარეშე (1 პაციენტზე არაუმეტეს – 12 ციკლისა).


► პაციენტებს საჭიროებიდან გამომდინარე ძუძუს აგრესიული HER-2 რეცეპტორდადებითი მეტასტაზური კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში უფინანსდებათ მედიკამენტ „პერტუზუმაბის“ ან „ლაპატინიბის“ მკურნალობის კურსის ღირებულება „ტრასტუზუმაბთან“ (ჰერცეპტინი) ერთად (1 პაციენტზე-8 ციკლი), წლის განმავლობაში 10 პაციენტი.


► პაციენტებს საჭიროებიდან გამომდინარე ჰორმონდამოკიდებული HER-2- მეტასტაზური ძუძუს კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში უფინანსდებათ სრულად, თანაგადახდის გარაეშე მედიკამენტ „ევეროლიმუსის“ (აფინიტორი) მკურნალობის კურსის ღირებულება (ერთ პაციენტზე 8 ციკლი). წლის განმავლობაში არაუმეტეს 7 პაციენტი.


✔️ ასევე, ფინანსდება:  რადიოაქტიური იოდის თერაპია; ქიმიო და სხივური თერაპიის თანაგადახდა – სახელმწიფოს მიერ დადგენილ ტარიფამდე სრულად; და კვლევები: იმუნოჰისტო/ქიმიური, მორფოლოგიური, ჩონჩხის სტენოგრაფია, მოცირკულირე სიმსივნური უჯრედების განსაზღვრა სისხლში.


2019 წელს სამინისტრომ ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტთათვის დაიწყო ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დაფინანსება:

► ძვლის ტვინის აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიით, ტრანსპლანტაციის წინა კვლევებით, ორგანიზმის მომზადებით ტრანსპლანტაციისათვის და პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვით – 80 000 ლარით;

► ძვლის ტვინის ალოგენური ტრანსპლანტაცია მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიით, ტრანსპლანტაციის წინა კვლევებით, ორგანიზმის მომზადებით ტრანსპლანტაციისათვის და პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვით – 130 000 ლარით.

 

მსგავსი სიალხებეი