ფაჩულია: ცხოვრება კალათბურთზე მეტია

image
  • 155

თავის ყოფილ გუნდთან გოლდენ სტეიტთან მატჩის წინ ზაზა ფაჩულიამ უორიორსის კალათბურთელებთან მეგობრული ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.

 

საჩემპიონო ბეჭდების მოგება შესანიშნავია, თუმცა ყველაზე მეტად მოთამაშეებთან და მწვრთნელებთან მეგობრულ ურთიერთობას ვაფასებ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ცხოვრება კალათბურთზე მეტია. მეგობრობა და ურთიერთობა ჩემი ცხოვრების ბოლომდე იქნება. ძალიან გამიმართლა, რომ მოედანზე და მოედნის გარეთ ამ გუნდთან ასეთი გამოცდილება მივიღე, - ციტირებს ფაჩულიას NBC Sports.

 

მატჩის წინ ქართველმა ცენტრმა კლეი ტომპსონთან ერთად არენაზე გულშემატკივრების წინ გოლდენ სტეიტის შემადგებლობაში 2018 წელს მოგებული საჩემპიონო ბეჭედი წარადგინა
 
შეგახსენებთ, ფაჩულია უორიორსში 2016-18 წლებში თამაშობდა და 2 წელიწადში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გამარჯვებული 2-ჯერ გახდა.
 
გოლდენ სტეიტმა დეტრიტ პისტონსს ანგარიშით 121:114 მოუგო. ფაჩულიამ ყოფილ გუნდთან შეხვედრაში 13:44 წუთი ითამაშა. ამ დროის განმავლობაში მისმა სტატისტიკამ 4 ქულა, 4 მოხსნა და 2 ასისტი შეადგინა. 
 
დეტროიტს მომდევნო შეხვედრა 27 მარტს, სტუმრად დენვერ ნაგეტსთან ელის.

 

მსგავსი სიალხებეი